MTV UK თბილისის შესახებ წერს, რომ, სავარაუდოდ, ის ყველაზე მაგარი ქალაქია მსოფლიოში.
მედიასაშუალება ქართულ ღვინოზე, სამზარეულოზე და თბილისის ქუჩებზე წერს, ყველაფერი ასახულია ფოტოებში.
„საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს გარშემო მოგზაურებს უკვე დიდი ხანია, აჯადოებს თავისი ალტერნატიული სახელოვნებო სცენებით, მსოფლიო კლასის კლუბებითა და დაუვიწყარი სამზარეულოთი – და ის ევროპაში, ეჭვგარეშე, ყველაზე ტრენდულ ქალაქად იქცევა.
ქალაქი ორი ნაწილისგან შედგება – ძველი ქალაქისგან, რომელიც ანტიკური მაღაზიებითაა სავსე, სადაც საბჭოთა ეპოქის ომისდროინდელ მედალებსაც შეიძენთ და უფრო მეტად ტრენდული არეალებით, სადაც ხალხით სავსე ბარებში ადგილობრივები ალკოჰოლურ სასმელს სიამოვნებით სინჯავენ უცხო ადამიანებთან ერთად. ქალაქი მოგეჩვენებათ ძალიან ახლობლად და, იმავდროულად, ძალიან უცხოდ და შეუძლებელია, ქართული ცხოვრების სტილით არ მოიხიბლოთ“.