Moderna – COVID-19-ის ვაქცინა თითქმის 95%-ით ეფექტურია

ამერიკული კომპანია Moderna–ს ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის წინააღდმეგ საბრძოლველად არის შექმნილი, 95%–ით ეფექტიანია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერის“ ვაქცინის შესახებაც გახდა ცნობილი, რომლის ეფექტიანობაც 90%–იანია, ეს ყოველივე კი ზრდის ალბათობას იმისა, რომ მსოფლიოში პანდემიის დასასრული ახლოვდება.

როგორც ცნობილია, Moderna-ს კვლევაში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათმა ნახევარმა ვაქცინის ორი დოზა 4-კვირიანი შუალედით მიიღო, მეორე ნახევარმა კი – პლაცებო.

კვლევის მონაწილეებს შორის COVID-19 მხოლოდ 95 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ვაქცინირებული ჯგუფის წარმოამდგენელი მხოლოდ 5 იყო, ხოლო 90 იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც პლაცებოს იღებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები