Met Gala-ზე დემნა გვასალიას ნამუშევრებს წარადგენენ

დღეს Met Gala იმართება. წლევანდელი გალას თემა კემპია, რაც განსაკუთრებულ ექსტრავაგანტულობასა და თეატრალურობას ნიშნავს.
უცხოელ დიზაინერებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება დენმა გვასალიას ნამუშევრები.
“ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი თემატური გამოფენაა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში. წელს, მსოფლიო მოდის ლეგენდებთან ერთად, ქართველი დიზაინერის – დემნა გვასალიას ნამუშევრებიც იქნება წარდგენილი. კომენტარებში გაგვიზიარეთ ყველა დროის საუკეთესო მეტ გალა კოსტიუმები და თქვენი წლევანდელი ფავორიტები”, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში.

კომენტარები

სხვა სიახლეები