წამყვანმა ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა სიტყვა „ფემინიზმი“, საძიებო სისტემებში მისი პოპულარობის გამო, 2017 წლის სიტყვად გამოაცხადა.
Merriam-Webster თვლის, რომ ტერმინისადმი ინტერესი გამოიწვია ქალურმა პროტესტმა დონალდ ტრამპის მიმართ, ასევე, ახალმა სატელევიზო გადაცემებმა და ფილმებმა მდედრობითი სქესისთვის საინტერესო თემატიკაზე.
2017 წელს საძიებო სისტემაში სიტყვა “ფემინიზმი” 70%-ით მეტჯერ ჩაწერეს, ვიდრე 2016 წელს.
ლექსიკონი სიტყვას განმარტავს, როგორც თეორიას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და სქესობრივ თანასწორობაზე, _ ქალთა უფლებების დაცვაზე.