„Maxim“-მა წლის ყველაზე სექსუალური ქალი დაასახელა (ფოტო)

25 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი ქეით აპტონი ჟურნალმა „Maxim“-მა წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. სწორედ აპტონია ამ წლის ტოპ-100-ის რეიტინგის სათავეში. ჟურნალის ივლისის ნომრის ყდას სწორედ ამ ეფექტური ფორმების მქონე ლამაზმანის ფოტოსურათი ამშვენებს.
მოცულობითი მკერდის მქონე ეს მოდელი, გარკვეული დროის წინ, „plus-size”-ის მოდელად ითვლებოდა. მოგვიანებით, ის გახდა, მაგრამ კვლავ შეინარჩუნა სხეულს ეფექტური და მშვენიერი ფორმები. Maxim-მა ამ თვის ნომრისთვის აპტონის ის ფოტო შეარჩია, რომელიც ისრაელის უდაბნოშია გადაღებული.
თავისი კარიერული გზა მოდელმა საცხენოსნო სპორტიდან დაიწყო, ბავშვობაში რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა, თუმცა უკვე 12 წლის ასაკში, ის სამოდელო სააგენტოებმა შეამჩნიეს. აპტონის თქმით, მისთვის ტოპ ასეულში ლიდერობა დიდი პატივია. ამ განსაკუთრებული ტიტულის მფლობელები, სხვადასხვა წლებში, იყვნენ ამერიკელი მოდელი ჰეილი ბოლდუინი, „ანგელოზი“ სტელა მაქსველი და მომღერალი ტეილორ სვიფტი.
„ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ. იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნო, ძლიერი უნდა იყო და სპორტით უნდა იყო დაკავებული.“
2017 წელს, ლამაზმანს ხელი სთხოვა ამერიკელმა ბეისბოლის მოთამაშემ ჯასტინ ვერლანდერმა. ისინი იტალიაში დაქორწინდნენ და ვიწრო წრეში ქორწილიც გადაიხადეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები