ის, რომ ჯგუფ MAROON 5-ის სოლისტი ადამ ლევინი და მისი მეუღლე VICTORIA’S SECRET-ის „ანგელოზი“ ბეჰატი პრინსლუ ბავშვს ელოდებიან – საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა წყვილის პირველი შვილის სქესი – ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩებოდა. გუშინ შოუზე Live! with Kelly & Michael ადამ ლევინმა საიდუმლოს ფარდა ახადა. მან განაცხადა, რომ ის და ბეჰატი გოგოს ელოდებიან. მომღერალმა ასევე იხუმრა, რომ ოდესღაც ბიჭებისთვის „პანჩურის“ არტყმა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ 2014 წლის ივლისში დაქორწინდნენ.