“Maroon 5”-ის სოლისტს, ჰოლივუდის დიდების ხეივნის ტერიტორიაზე ვარსკვლავი გაუხსნეს (ვიდეო)

95
SHARE

ცნობილი ამერიკული ჯგუფის “Maroon 5”-ის სოლისტს, ადამ ლევინს ჰოლივუდის დიდების ხეივნის ტერიტორიაზე ვარსკვლავი გაუხსნეს. ჯგუფის სოლისტმა და სიმღერების ავტორმა ვარსკვლავი მისი ჯგუფის აღიარებისთვის და მიღწევებისთვის მიიღო. კერძოდ, “Maroon 5”-მა გრემის კონკურსზე სამჯერ გაიმარჯვა და ხუთი „პლატინის ალბომი“ გამოსცა.
​ადამ ლევინის მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. მაშინ ლევინმა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ჯგუფი “Kara’s Flower”-ი დააარსა. მან მხოლოდ ერთი ალბომი გამოსცა და 1997 წელს ჯგუფი დაიშალა.
ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსებს შეუერთდა გიტარისტი ჯეიმს ვალენშტაინი და შეიქმნა ახალი ჯგუფი, სახელწოდებით “Maroon 5”. მათმა სადებიუტო ალბომმა “Songs about Jane”-მა დიდი მოწონება დაიმსახურა.
​2007 წლიდან, მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფი უკვე აშშ-ში და მსოფლიოში ძალზე პოპულარული იყო.

FB კომენტარები

კომენტარი