Louis Vuitton-მა ნატურალური ბეწვის ჩუსტები გამოუშვა, რომლის ფასი 1 580 ფუნტია

ფრანგულმა მოდის სახლმა, Louis Vuitton-მა წაულას ბეწვისგან შეკერილი სახლის ჩუსტები გამოუშვა,
რომელიც ნატურალური ბეწვისაა. ჩუსტები ბრენდის საშობაო კოლექციაში შევიდა. მისი ფასი კი 1 580 ფუნტს შეადგენს.

ფეხსაცმელზე, რომელსაც ხავერდის სარჩული აქვს, დატანილია Louis Vuitton-ის მონოგრამა.

„ეს ჩუსტები, სახლის გარდა, გამოგადგებათ სამოგზაუროდ წასვლის შემთხვევაშიც“, – ნათქვამია ბრენდის ანოტაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები