მოდის სახლმა Louis Vuitton უსადენო ყურსასმენები წარმოადგინა. მოწყობილობას ბრენდის ლოგოტიპი აქვს და 950 დოლარი ღირს.
ამ ყურსასმენებს ხმაურის ჩამხშობი აქვს, ასევე, ის ყურს სისველისა და მტვრისგან იცავს, მუშაობს ერთ დატენვაზე 5 საათამდე. თავად დივაისს და ქეისს, რომელშიც ის იტენება აქვს Louis Vuitton-ის ლოგოტიპი.
ეს მოწყობილობა არ არის ამ მოდური სახლის დამოუკიდებელი ნაწარმი. კომპანიამ გამოიყენა ყურსასმენები Master & Dynamic MW07, რომელზეც თავისი ლოგო დაიტანა. უშუალოდ Master & Dynamic MW07-ის ფასი წარმოადგენს 299 დოლარს, რაც ბევრად ნაკლებია, თუმცა ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი ბრენდის ლოგოზე კეთდება.
მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, შემქმნელები ერთ ადამიანს მხოლოდ ერთ გარნიტურის ყიდვის უფლებას აძლევენ.
სხვა სიახლეები