LensCulture-ს ვერსიით 2016 წლის საუკეთესო ფოტოპორტრეტები (ფოტოკოლაჟი)

64
SHARE

ჟურნალმა LensCulture-მა ფოტოპორტრეტების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო მონაწილეებად კონკურსის ჟიურიმ როგორც ცალკეული პორტრეტების, ისე პორტრეტების სერიების ავტორები დაასახელეს. სერიების კატეგორიის გამარჯვებული რეიჩელ კოკსი პროექტით „ანთებული მოჩვენება“ გახდა. რეიჩელმა საკუთარი ბებია გადაიღო იმ პერიოდში, როდესაც ის სასიკვდილო დაავადებისგან ჩკნებოდა.
მეორე ადგილი ამავე კატეგორიაში იტენ ჯეიმს გრინმა აშშ-დან დაიკავა. მის სერიას „ნიუ-იორკის ახალგაზრდა მცხოვრებლები“ ჰქვია.
მესამე ადგილი ამანდა ჯეიმს ერგო ავტობიოგრაფიული სერიისთვის „პატარა უმანკო ტყუილი“. სერია ეძღვნება იმას, თუ როგორ შეიძლება იყო მეუღლე, დედა და მხატვარი ერთდროულად.
ცალკეული პორტრეტების კატეგორიაში პირველი ადგილი ჟიუსტინ ტიალინქსმა ნიდერლანდებიდან დაიკავა. მისი ნამუშევარია – პორტრეტი „შიშველი“, რომელიც ალბინოსების ცხოვრებას ეძღვნება. მეორე ადგილი ამ კატეგორიაში 7 წლის ფოტოგრაფ კრის ბოდეს ერგო, რომელიც გადაადგილებული პირების ბანაკში ცხოვრობს. მესამე ადგილი კი ბრიტანელ ლორე პანაკმა დაიკავა – წითური ებრაელი გოგონას პორტრეტისთვის.
ჟიურის ყოველ წევრს ასევე ერთი მონაწილის არჩევა საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლო. ნომინანტებს შორის ჰანა მოდიგის ნამუშევარი „ქარიშხლების სეზონი“ მოხვდა. საერთო ჯამში კონკურსში მონაწილეობა ფოტოგრაფებმა 120 ქვეყნიდან მიიღო. ჟიურიმ 14 ნამუშევარი გამოფენისთვის Photo London აარჩია, რომელიც 18-22 მაისს გაიმართება.
160511114629_hometown 160511114629_hurricane-season 160511114629_anoel 160511114631_nude-reach 160511114631_sweet-little-lies-1 160511114631_young-new-yorkers-1 160511114630_shiny-ghost-1

FB კომენტარები

კომენტარი