Le Figaro ნიკო ფიროსმანზე სტატიას აქვეყნებს და მას „თვითნასწავლ ჯადოქარს“ უწოდებს

ფრანგული გამოცემა “Le Figaro” ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით “ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა ელფერით”. სტატიის ავტორი, ვალერი დიუპონშელი არლში, ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენის შესახებ წერს და მხატვარს “თვითნასწავლ ჯადოქარს” უწოდებს.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 1-ელ მარტს გაიხსნა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთში ნიკო ფიროსმანისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები