ბრაზილიელმა მხატვარმა რაფაელ მანტესომ გადაწყვიტა თავის ბულტერიერს, რომელსაც ცნობილი დიზაინერის სახელი ჯიმი ჩუ ჰქვია, ზღაპრული ცხოვრება მოუწყოს. მოდის სახლმა რაფაელს შესთავაზა, შეექმნათ ახალი კოლექცია, რომლის მთავარი ელემენტი ბულტერიერი იქნებოდა.
ჯიმი ჩუმ სოციალურ ქსელში სურათები გამოაქვეყნა, რომლებზეც სხვადასხვა ნივთები ბულტერიერის ფოტოებითაა გაფორმებული. სურათები ნახა მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა სანდრა ჩოიმ. მას იმდენად მოეწონა იდეა, რომ ჯიმი ჩუს და რაფაელ მანტესოს შესთავაზა თანამშრომლობა.
მათ ერთად გააკეთეს ქალისა და მამაკაცის ჩანთები, კოსმეტიკისა და მობილური ტელეფონების ჩასადები ჩანთები, რომლებზეც გამოსახულია ბულტერიერი. ასევე, ძაღლის მონაწილეობით გადაიღეს ახალი სარეკლამო რგოლი.
Prev Post
სხვა სიახლეები