Jamiroquai-ს სოლისტი, ჯეისონ ჯეი ქეი დაშავდა და ის საავადმყოფოში მოათავსეს.მომღერალი ჰამბურგში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. მგზავრობის დროს მძღოლმა მკვეთრათ დაამუხრუჭა, მუსიკოსმა თავი ვერ შეიკავა და თავი გამათბობელს ჩამოარტყა.
მუსიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს და 7 ნაკერი დაადეს, რის გამოც Jamiroquai-ს ჰამბურგში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიღებული ტრავმის გამო ჯგუფის ევროპული ტურნე შესაძლოა ჩაშლილიყო. მაგრამ მუსიკოსმა Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ევროტულს აგრძელებენ.
27-30 ივლისს ბათუმში დაგეგმილ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე Jamiroquai-ს 28 ივლისს უნდა გამოვიდეს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=cW2vqoVIuH4[/youtube]