iPhone 8 პატრონს სახით იცნობს

​ახალი სმარტფონი iPhone 8, რომლის გამოშვებასაც კომპანია “Apple” მიმდინარე წლის შემოდგომიდან აპირებს, შესაძლოა, ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიით აღიჭურვოს. მას მფლობელის ამოცნობა სახით შეუძლია. ​
როგორც კომპანია “KGI Securities”-ის ანალიტიკოსები იუწყებიან, კომპანია თითის ანაბეჭდების სკანერზე უარს იტყვის, ვინაიდან Touch ID ნაკლებად სანდოა, ვიდრე სახის ამოცნობის სისტემა. ამასთანავე, სისტემის დანერგვა საკმაოდ რთულია. ის ალგორითმებს და ავთენტურობის დასადგენ მონაცემთა ბაზას შეიცავს.
თუ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, კომპანია “Apple” ორეტაპიანი სისტემით შემოიფარგლოს, რომელიც როგორც Touch ID-ის, ასევე სახის ამოცნობის ტექნოლოგიას შეიცავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები