Apple-ის შემდეგ სმარტფონს შესაძლოა, ჰქონდეს ეკრანი, რომელიც წყალქვეშაც იმუშავებს. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, Apple-მა ახალი Iphone 11-სთვის სპეციალური, წყალგამძლე ეკრანი შექმნა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, Iphone 11 მხოლოდ წყალგაუმტარი არ იქნება და ეკრანზე თითის შეხებით „რეგისტრაცია“ წყალქვეშაც იქნება შესაძლებელი.
ინტერნეტში iPhone 11-ის ფოტოები თებერვლის დასაწყისში გავრცელდა.
სხვა სიახლეები