iPhone-ით თამაშის აკრძალვისთვის 12 წლის გოგონა დედის მოწამვლას ცდილობდა

 ამერიკის ქალაქ დენვერში 12 წლის გოგონა დედის მოწამვლას იმის გამო ცდილობდა, რომ მან iPhone-ის მარკის სმარტფონით თამაში აუკრძალა. პოლიციის ინფორმაციით, გოგომ დედის მოკვლა ორჯერ სცადა და ამისთვის ჭიქაში სარეცხი საშუალება ჩაუსხა. დედამ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მოზარდი დააკავა. ახლა მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. 12 წლის ამერიკელი არასრულწლოვანთა ციხეში იმყოფება.

კომენტარები

სხვა სიახლეები