კომპანია “iPhone +” -მა მოძღვარს მაღაზია და გასაყიდი ტექნიკა აკურთხებინა. როგორც მაღაზიის მენეჯერი გიორგი მაჭავარიანი აცხადებს, საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. ეშმაკის პროდუქტების შეძენისგან, რის გამოც მაღაზიის ადმინისტრაციამ “iPhone +”-ის კურთხევის გადაწყვეტილება მიიღო.
„კომპანია “iPhone +” პირველი მაღაზიაა, სადაც ნაკურთხი აიფონები გაიყიდება. ხშირად გაგვიგია, რომ საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. ეშმაკის პროდუქტების შეძენისგან. ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის აზრს და ინტერესებს, რის გამოც ვაკურთხებთ მაღაზიას“, – განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
წყარო: itv.ge