Euronews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობამ კორპორაცია Huawei-ს დროებითი ლიცენზია მისცა. აღნიშნული ლიცენზია, ბუნებრივია, მოკლევადიანია, რაშიც მხოლოდ სამი თვე მოიაზრება.
დროებითი ლიცენზიის რიგებში არა მხოლოდ Huawei, არამედ კიდევ 68 კომპანიაა.
20 მაისს ცნობილი გახდა, რომ Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა. მიზეზი კი ეჭვი გახდა, რომ, თითქოს, ჩინეთის მთავრობა Huawei-ს მოწყობილობას ჯაშუშობისთვის იყენებდა.