“H&M”-ის ტანსაცმელი ქუთაისში შეიკერება

40
SHARE

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) იარლიყით გაიყიდება. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა კომპანიამ „ემჯიემტექსმა“, ბრენდის „H&M” მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ “ჰ&მ”-ის პროდუქცია საქართველოში, კერძოდ ქუთაისში მდებარე საწარმოში დამზადდება. შპს „ემჯიემტექსის“ საწარმო 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს, საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული.

FB კომენტარები

კომენტარი