Helpius.ge — ახალი სიტყვა აუთსორსინგისა და დასაქმების სფეროში!

64
SHARE

 

Helpius.ge მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. ახალი ვებპორტალი — მცირე საყოფაცხოვრებო და ბიზნესდავალებების აუთსორსინგის პლატფორმაა, რომელიც დაგეხმარებათ შეასრულოთ ის სამუშაოები, რისთვისაც თქვენ დრო არასოდეს გყოფნით.

და მაინც, რა არის Helpius.ge? ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ყველას გვიგროვდება უამრავი მცირე და საშუალო მოცულობის ამოცანა, რომელთაც ვერ, ან არ ვუმკლავდებით.

მაგალითად: ყოველ დილით ძაღლის გასეირნება, 2 კვ/მ კაფელის დაგება, ამანათის გამოტანა, ტექნიკის მონტაჟი, კომპიუტერის შეკეთება და სხვა ტიპის საქმეები. თითქოს წვრილმანია, თუმცა სწორედ ამ მცირედი დეტალებისგან შედგება ჩვენი ყოველდღიურობა და მათზე ფიქრით, მოსვენებაც კი გვეკარგება. სწორედ ამ ტიპის ამოცანების გადასაჭრელად შეიქმნა Helpius.ge. პლატფორმის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია და კომპიუტერის ელემენტალური ცოდნის მქონე ყველა პირისთვისაა ხელმისაწვდომი.

როგორ გახდე მომხმარებელი? პლატფორმის მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მსურველი, რომელიც გაივლის ვერიფიკაციის პროცესს და დააკმაყოფილებს რეგისტრაციის მოთხოვნებს. თქვენი ამოცანის შესასრულებლად კი, საჭიროა ჩამოაყალიბოთ თქვენთვის განსახორციელებელი საქმის მოკლე აღწერილობა და განათავსოთ პორტალზე სრულიად უფასოდ!

განთავსების შემდეგ, სხვადასხვა პირისგან ამოცანის შესრულების პირობების შეთავაზებებს მიიღებთ და შეგეძლებათ თქვენთვის მისაღები ვარიანტის არჩევა.

როგორ შეარჩიოთ შემსრულებელი? არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ შემსრულებლის რეიტინგი, რომელიც მას ყოველი ამოცანის შესრულების შემდეგ მიენიჭება. ამიერიდან, Helpius.ge-სთან ერთად ყველაფერი შესაძლებელი გახდება. პროექტი უნიკალურია რეგიონში, მაგრამ ანალოგიური პორტალები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთი პლატფორმები უამრავი ადამიანისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროა და პრობლემების მოგვარების ეფექტური საშუალება ხდება.

FB კომენტარები

კომენტარი