ამერიკელ რეპერ აშერს დაბადების დღე ქვეყნის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პირადად მიულოცეს. ობამებმა მას თეთრ სახლში დაბადების დღის სიმღერა Happy Birthday უმღერეს და ნამცხვარიც მიართვეს. მომღერალმა პრეზიდენტსა და პირველ ლედის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. იუბილეს განსაკუთრებული მილოცვის ამსახველი ვიდეო, რეპერმა FACEBOOK-ში ატვირთა და დაწერა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული და ბედნიერი წუთები იყო.
GRAMMY AWARDS -ის 7-გზის ლაურეატს 14 ოქტომბერს 37 წელი შეუსრულდა. ამერიკელ მომღერალს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 30 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
ცნობილია, რომ ობამა საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამერიკის შოუბიზნესში. პრეზიდენტის ოჯახი თეთრ სახლში ხშირად მართავს წვეულებებს, სადაც ხშირად შოუბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის რეპერებიც არიან მიწვეულნი. პრეზიდენტს ხშირად მისი საყვარელი მუსიკოსებიც დაუსახელებია. რამდენიმე წლის წინ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი რეპერი უფრო მოსწონს – ჯეიზი თუ კენი ვესტი, პრეზიდენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა ჯეიზი. კენი ვესთი მართალია ნიჭიერია, მაგრამ სულელი!“
https://www.youtube.com/watch?v=JAdDMpmoZGc#t=20