Gucci ოფიციალურ “ინსტაგრამგვერდზე” ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც ჩანს, რომ ახალ კოლექციაზე ქალის სასქესო ორგანოა ამოქარგული. ბრენდის დირექტორის, ალესანდრო მიკელეს განცხადებით, კომპანიამ ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში აბორტების აკრძალვა გააპროტესტა.