მოდის სახლმა “Gucci”-მ ახალ სათვალე გამოუშვა, რომლის ფასი 470 გირვანქა სტერლინგია.
სათვალის დიზაინს “Twitter”-ზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „უკაცრავად ქალბატონო, თქვენი სათვალე ამოტრიალებულია“, „Gucci რატომ აკეთებთ ამას?“, „დიზაინერები მოწყენილობისგან გაგიჟდნენ“… წერენ კომენტარებში.
როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, სათვალის დიზაინი მოდის სახლს ბილიარდის მოთამაშე დენის ტეილორმა შთააგონა. ის ცნობილი იყო თავისი დიდი სათვალით, რომელიც ერთი შეხედვით ამოტრიალებულს ჰგავდა. სპორტსმენს ის თამაშის დროს დამიზნებაში ეხმარებოდა.