Grindr-ი არის აპლიკაცია გეებისთვის, რომლითაც შეგიძლიათ, პარტნიორი იპოვოთ.
ხესუს გრეგორიო სმიტი წლების განმავლობაში ცდილობდა გეი აპლიკაციის შექმნას.
დღეს მის App-ს 3.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს დღიურად.
32 წლის ხესუს სმიტი აპლიკაციის შექმნას თავის პარტნიორთან ერთად ცდილობდა, რაც გამოუვიდათ კიდეც.
“მინდოდა, ისეთი რაღაც შემექმნა, რაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობას გაუმარტივებდა”, – თქვა ხესუს სმიტმა.
ბუნებრივია, აპლიკაციის გადმოწერისას რეგისტრაციის გავლა აუცილებელია. შეიყვანთ თქვენს მონაცემებს, რის შედეგადაც შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე სისტემაში არიან.
სხვა სიახლეები