“სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი სერიის რეიტინგი უკვე ხელმისაწვდომია.
სერიას პირველ დღეს 19,3 მილიონმა ადამიანმა უყურა. ამით მან გასული კვირის საკუთარივე რეკორდი (18,4 მილიონი) გააუმჯობესა. მხოლოდ HBO-ზე სერიალს 13,6 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც არხის ისტორიაში ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
რაც შეეხება კრიტიკოსების შეფასებებს – Rotten Tomatoes-ზე სერიამ 56% მიიღო, რაც სერიალის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.