Google Map-ის განახლებულ ვერსიას ქართული ენა დაემატა

Google Map-ს ქართული ენა დაემატა. კომპანიამ ამის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ სერვისი, ქართულთან ერთად დამატებულ კიდევ 38 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ახალი ენების მხარდაჭერა აქვს როგორც Google Maps-ის ე.წ. დესკტოპ (Mac, Windows OS), ისე მობილურ (Android, iOS) პლატფორმებს.
Google Map-ის განახლებულ ვერსიას, მსოფლიოს მასშტაბით, 1.25 მილიარდამდე ადამიანი შემდეგ ენებზე გამოიყენებს: ქართული, აფრიკაანსი, ალბანური, ამჰარული, სომხური, აზერბაიჯანული, ბოსნიური, ბირმული, ხორვატული, ჩეხური, დანიური, ესტონური, ფილიპინური, ფინური, ებრაული, ისლანდიური, ინდონეზიური, ყაზახური, ქხმერული, ყირგიზული, ლაოსური, ლატვიური, ლიტვური, მაკედონური, მალაიური, მონღოლური, ნორვეგიული, სპარსული, რუმინული, სერბული, სლოვაკური, სლოვენიური, სუაჰილი, შვედური, თურქული, უკრაინული, უზბეკური, ვიეტნამური, ზულუ.
აღსანიშნავია, რომ Google Map 14 წლის წინ მხოლოდ ერთ, ინგლისურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. ამ სერვისს, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი იყენებს.

წყარო:https://www.marketer.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები