Geox – ისა და ecco – ს ბრენდის ფეხსაცმელი, ექსკლუზიურად HIPPO.Ge – ზე

HIPPO არის ერთადერთი ონლაინ მაღაზია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ისეთი ბრენდის ფეხსაცმელს, როგორიცაა ecco და Geox. გარდა ამისა, ამ ბრენდების ფეხსაცმლის შეძენა შეგიძლიათ 50% – მდე ფასდაკლებით!
დღის განმავლობაში საქმეებით ხართ დაკავებული და ვეღარ იცლით მაღაზიებში საყიდლებზე გასასვლელად? შეგიძლიათ ფეხსაცმელი შეიძინოთ HIPPO.ge  – ზე და მაღაზიებში სიარულის ნაცვლად, თქვენი დრო სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოთ. ნივთს რომელსაც HIPPO.ge – ზე შეიძენთ, ჩვენი კურიერი თქვენთვის სასურველ მისამართზე მოგიტანთ.
იტალიური ბრენდი Geox-ი ფეხსაცმელს უახლესი ტექნოლოგიით ამზადებს და საკუთარ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის ფეხსაცმელს სთავაზობს. Geox – ს დასაქმებული ყავს ფიზიკოსები და ქიმიკოსები რათა შეისწავლონ და დატესტონ ყველა ის მასალა, რასაც ფეხსაცმლის დამზადების პროცესში იყენებენ. ფეხსაცმელი არასდროს ყოფილა ასეთი კომფორტული და მოხერხებული. Geox – ის ფეხსაცმელი შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერ სეზონზე, რადგან ის წყალგაუმტარი მასალისგანაა შექმნილი.
თუ Geox – ი განსაკუთრებით ზრუნავს ფეხსაცმლის ხარისხზე, ევროპული ბრენდის ecco-ს ფეხსაცმელი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. ecco-ს ფეხსაცმელი პრემიუმ ხარისხის ტყავისგან მზადდება და მისი პროდუქცია 90 – ზე მეტ ქვეყანაში 1,100 მაღაზიაში იყიდება, მათ შორის ონლაინ მაღაზიებშიც. საქართველოში კი HIPPO არის ერთადერთი ონლაინ მაღაზია, რომელიც Geox – ის და ecco – ს ფეხსაცმლის შეძენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გთავაზობთ.
პირდაპირი შესყიდვის გარდა თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადების https://hippo.ge/ სერვისით.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები