ამერიკელი მსახიობი ენტონი გერი, რომელიც „General Hospital“-ში ლიუკ სპენსერის როლით გახდა ცნობილი, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ განვითარებული გართულებები გახდა.
მედიის ცნობით, შემთხვევა მსახიობი 14 დეკემბერს, ნიდერლანდებში, ამსტერდამში მოხდა, სადაც მსახიობი ბოლო წლებში ცხოვრობდა.
ენტონი გერი ათწლეულების განმავლობაში ამერიკული სერიალების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ ითვლებოდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას „General Hospital“-ის სიუჟეტმა მოუტანა, სადაც ლიუკ სპენსერი და ლაურა (ჯინი ფრენსისის პერსონაჟი) მაყურებლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ წყვილად იქცა. მათმა ტელე-„ქორწილმა“ 1981 წელს, შეფასებების მიხედვით, დაახლოებით 30 მილიონი მაყურებელი მიიზიდა.
სერიალში შესრულებული როლისთვის ენტონი გერი რვაჯერ გახდა “ემის” ლაურეატი, რაც ჟანრისთვის რეკორდულ მაჩვენებლად სახელდება.