Galaxy Note 7-ი დატენვისას აალდა – „სამსუნგმა“ ამ მოდელის ტელეფონის გაყიდვა შეაჩერა

კომპანია „სამსუნგმა“ მისი ახალი მოდელის, Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა. გარდა ამისა, ადრე გაყიდული სმარტფონების უკან გაწვევა მოხდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„სამსუნგმა“ ეს გადაწყვეტილება სმარტფონის დატენვისას აალების ფაქტის გამო მიიღო. ამჟამად ახალი მოდელის განმეორებითი ტესტირება უნდა ჩატარდეს.
Galaxy Note 7-ის აალების და აფეთქების ფოტოები სოციალურ ქსელებში და Youtube-ში გავრცელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები