FRIENDS-ის მსახიობი ჯეიმს მაიკლ ტაილერი გარდაიცვალა

FRIENDS-ის მსახიობი ჯეიმს მაიკლ ტაილერი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სერიალის პროდიუსერმა კევინ ბრაიტმა Twitter-ზე დაადასტურა.

“ჯეიმს მაიკლ ტაილერი, ჩვენი განტერი გუშინ ღამით გარდაიცვალა. ის წარმოუდგენელი ადამიანი იყო, რომელმაც თავისი უკანასკნელი დღეები სხვების დახმარებაში გაატარა. ღმერთმა დაგლოცოს ჯეიმს, ჩვენს გულებში სამუდამოდ იცოცხლებ”, – წერს ბრაიტი.

2021 წლის ივნისში მსახიობმა თქვა, რომ უკვე 3 წელია პროსტატის კიბოს ებრძვის.

ტაილერმა პოპულარობა ლეგენდარულ სიტკომში, Friends-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი, მაგრამ რეგულარული როლით მოიპოვა. ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში Sabrina, Just Shoot Me!, Motel Blue.

კომენტარები

სხვა სიახლეები