Fortnite​-ის გამარჯვებული ცნობილია – ვინ არის ის და რას გეგმავს მოგებული 1 მილიონით (ფოტო)

64
SHARE

Fortnite-ის გამარჯვებული 15 წლის ჯადან აშმანი გახდა, რომელმაც 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგო.
მრავალი დედის მსგავსად, ლიზა დალმანიც იმედგაცრუებული იყო თავისი შვილის კომპიუტერული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო. საშინაო დავალებების შესრულების ნაცვლად, ბიჭი მთელი დღის განმავლობაში საძინებელ ოთახში გამოკეტილი, კომპიუტერის ეკრანს იყო მიჯაჭვული.
​თუმცა, მოზარდებისთვის საზიანო დამოკიდებულებამ 15 წლის ჯადან აშმანს Fortnite​-ის მსოფლიო თასზე, დაახლოებით, 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოაგებინა .
ონლაინთამაშ Fortnite​-ის მონაწილე “გეიმერები” ერთმანეთს კუნძულზე ერთადერთ კანდიდატად დარჩენისთვის ეჯიბრებიან. თამაშის გაშვებისთანავე 250 მილიონი ადამიანი ჩაერთო გამარჯვების მოსაპოვებლად.
თინეიჯერი ჯადენი Fortnite​- ის მსოფლიო თასზე ორი კვირის წინ წარდგა და სულ მალე მოახერხა ნიდერლანდების მოქალაქესთან ერთად გამარჯვება. შესაბამისად, ფულადი პრიზი – 1.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი თანაბრად გაუნაწილეს გამარჯვებულებს.
ახლა ჯადენს თავისუფლად შეუძლია სახლისა და მანქანის და უამრავი ძვირადღირებული ნივთის ყიდვა დედისთვის, რომელიც მუდამ უკმაყოფილი იყო თავისი შვილის საქციელით.
“მეათე კლასში ვარ, მაგრამ სკოლის მიტოვებას ვფიქრობ. ვაპირებ სახლისა და “გუჩის” ფეხსაცმლების შეძენას. დედაჩემს მანქანასაც ვუყიდი, რადგან პატარა “ფიატ 500-ს” მართავს”, – განაცხადა ონლაინთამაშ Fortnite​-ის გამარჯვებულმა მილიონერმა მოზარდმა.

FB კომენტარები

კომენტარი