Forbes-მა მილიარდერთა 2016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

90
SHARE
Microsoft Chairman Bill Gates (L) looks on during a news conference at company headquarters in Redmond, Washington June 15, 2006. Microsoft announced that effective July 2008 Gates will transition out of a day-to-day role in the company to spend more time on his global health and education work at the Bill & Melinda Gates Foundation. After July 2008, Gates will continue to serve as the companyÕs chairman and an advisor on key development projects. Robert Sorbo/Microsoft/Handout

1 მარტს Forbes-მა გამოაქვეყნა მილიარდერთა განახლებული, 2016 წლის რეიტინგი.

Forbes-ი უკვე 30 წელია აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა  ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს. წელს ტრადიცია დაირღვა და ზრდის ნაცვლად სიაში მილიარდერთა რაოდენობა შემცირდა  – შემაჯამებელ რეიტინგში 1810 მილიარდერი მოხვდა (16-ით ნაკლები შარშანდელთან შედარებით).

რეიტინგში შესულ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 6.48 ტრილიონი დოლარია ($570 მილიარდით ნაკლები, ვიდრე 2015 წელს). შემცირდა ასევე მილიარდერთა კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი – $3.6 მილიარდი ($300 მილიონით ნაკლები, შარშანდელთან შედარებით).

Forbes-ის მილიარდერთა 2016 წლის რეიტინგში კიდევ რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა:

  • 2016 წელს მსოფლიოს 198 ახალი მილიარდერი ჰყავს
  • წელს 221-მა მილიარდერმა დაკარგა თავისი ადგილი სიაში
  • 29 მილიარდერი გარდაიცვალა
  • 892 მილიარდერი წელს უფრო “ღარიბია”, ვიდრე შარშან

ზედიზედ მესამე წელია, ბილ გეიტსი სიის სათავეშია. მართალია, მისი კაპიტალი $4.9 მილიარდით შემცირდა, $75 მილიარდით ის მაინც ლიდერობს. საერთოდ, გეიტსი უკანასკნელი 22 წლის მანძილზე მე-17-ჯერ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში. ამანსიო ორტეგამ მეოთხედან მეორეზე გადაინაცვლა, უორენ ბაფეტი კვლავ მესამეა, ხოლო კარლოს სლიმ ჰელუ მეორედან მეოთხეზე ჩამოქვეითდა – მექსიკელმა მაგნატმა ერთი წლის განმავლობაში $27.1 დაკარგა.

მილიარდერებს შორის საუკეთესო წელი მარკ ცუკერბერგს ჰქონდა – 31 წლის „ფეისბუქელი“ $11.2 მილიარდით გამდიდრდა და მე-16-დან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ცუკერბერგი და ჯეფ ბეზოსი პირველად მოხვდნენ ყოველწლიური რეიტინგის ათეულში.

საქართველოდან რეიტნგში კვლავ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.8 მილიარდით ის 298-ე ადგილზეა ($5.2 მილიარდი და 291-ე ადგილი 2015 წელს).

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ბილ გეიტსი – $75 მილიარდი

2. ამანსიო ორტეგა – $67 მილიარდი

3. უორენ ბაფეტი – $60.8 მილიარდი

4. კარლოს სლიმ ჰელუ – $50 მილიარდი

5. ჯეფ ბეზოსი – $45.2 მილიარდი

6. მარკ ცუკერბერგი – $44.6 მილიარდი

7. ლარი ელისონი – $43.6 მილიარდი

8. მაიკლ ბლუმბერგი – $40 მილიარდი

9. ჩარლზ კოხი – $39.6 მილიარდი

10. დევიდ კოხი – $39.6 მილიარდი

წყარო:http://forbes.ge/news

FB კომენტარები

კომენტარი