FBI-ის თანამშრომელი ისლამისტ „ბოევიკს“ გაყვა ცოლად – „სი-ენ-ენის“ სკანდალური სიყვარულის ისტორია

ტელეკომპანია „სი ენ ენი“ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის ისტორიას ასაჯაროებს, რომელიც 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკს“ ცოლად გაჰყვა.
FBI-ის თანამშრომელი უმაღლესი დონის საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა და ის „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ წინააღმდეგ გამოძიებაში მონაწილეობდა. თუმცა გამოძიების ნაცვლად, ფედერალური ბიუროს აგენტი სირიაში წავიდა და ამ კაცს ცოლად გაჰყვა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლის სახელია დანიელა გრინი. ის 2014 წელს სირიაში წავიდა, სადაც ყოფილ გერმანელ რეპერს, „ისლამური სახელმწიფოს” წევრს დენის კასპერტს ცოლად გაჰყვა. იმის ნაცვლად, რომ კასპერტის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობა მიეღო, ქალმა „ბოევიკი“ ამის შესახებ გააფრთხილა.
მოგვიანებით ის მიხვდა, თუ რა შეცდომა დაუშვა, აშშ-ში დაბრუნდა, პოლიციას ჩაბარდა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
დანიელა გრინს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ის გასულ წელს ციხიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტის შემდეგ FBI-ის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ საიდუმლო ინფორმაციისადმი წვდომის საკითხზე ახლა მეტი კონტროლი დაწესდა, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები