Facebook-ის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის ახალი ფუნქციის შესახებ გამოაცხადა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს, სოციალურ ქსელში გააზიაროს მოგონებები გარდაცვლილ ადამიანზე. ამის შესახებ ცნობილი Facebook-ის ოფიციალური ბლოგიდან გახდა.
ცვლილებები გარდაცვლილი ადამიანების “ექაუნთების” შემნახველებს შეეხებათ. როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს, მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს, ვინ მართავს მის გვერდს გარდაცვალების შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაში, “ექაუნთს” სპეციალური ნიშანი ექნება – გარდაცვლილი ადამიანის სახელს წინ დაეწერება სიტყვა “მოვიხსენიებთ”. გარდა ამისა, სოციალური ქსელის მომხმარებელს შეუძლია, გააკეთოს ისე, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი “ფეისბუქექაუნთი” სრულიად წაიშალოს.
სხვა სიახლეები