კომპანია Facebook-ი 2,19 მილიარდი “ფეიქექაუნთის” წაშლის შესახებ იტყობინება – წლის პირველი კვარტლის მონაცემებით. 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, 1,2 მილიარდი ყალბი “ექაუნთი” იქნა წაშლილი, რომელიც “სპამსა” და დეზინფორმაციას ავრცელებდა.
ეს ციფრები შესაძლოა, ძალიან დიდი აღმოჩნდეს, რადგაც Facebook-ის მთელი აუდიტორია, თვის განმავლობაში, 2,38 მილიარდ ადამიანს შეადგენს. კომპანიაში გაუქმებული “ექაუნთების” რაოდენობის გაზრდას უკავშირებს ბოროტმოქმედების მიერ ავტომატიზირებულ თავდასხმას, რომელიც გაცილებით მეტ ყალბ “ექაუნთ” ქმნის ერთ ჯერზე.
სხვა სიახლეები