Facebook-მა და Instagram-მა შესაძლოა ევროპაში ფუნქციონირება შეწყვიტოს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი Facebook-ი და Instagram-ი შე­საძ­ლოა, მთელ ევ­რო­პა­ში და­ი­ხუ­როს. ამის შე­სა­ხებ მათ მფლო­ბელ კომ­პა­ნია Meta-ში აცხა­დე­ბენ

სა­კი­თხი მას შემ­დეგ და­ის­ვა, რაც Meta ვერ შე­უ­თან­ხმდა მო­ნა­ცემ­თა ევ­რო­პულ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლებს. Meta-ს სურს, რომ ევ­რო­პელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ი­ტა­ნოს, და­ა­მუ­შა­ვოს და შე­ი­ნა­ხოს აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბულ სერ­ვე­რებ­ზე, რა­საც ევ­რო­პუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კრძა­ლავს.

აშშ-ის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ გა­სულ ხუთ­შა­ბათს “მე­ტამ“ გა­აფრ­თხი­ლა ევ­რო­პის მო­ნა­ცემტთა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კომ­პა­ნია, რომ შე­თან­ხმე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მო­დელს ვე­ღარ გა­მო­ი­ყე­ნებს და თუ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, ალ­ბათ კონ­ტი­ნენ­ტი­დან წას­ვლა მო­უ­წევს.

“მე­ტამ“ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნებს შო­რის მო­ნა­ცე­მე­ბის გაც­ვლა და და­მუ­შა­ვე­ნა გა­დამ­წყვე­ტია ბიზ­ნე­სი­სა და რეკ­ლა­მის სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ის გან­სა­ზღვრის­თვის.

“თუ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვექ­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხმა­რე­ბელს ვერ შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს პრო­დუქტს, მათ შო­რის, “ფე­ის­ბუქ­სა” და “ინ­სტაგ­რამს”.

ჩვენ არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ გვაქვს ევ­რო­პი­დან გას­ვლის, მაგ­რამ მარ­ტი­ვი რე­ა­ლო­ბაა ის, რომ “მეტა” და მრა­ვა­ლი სხვა ბიზ­ნე­სი, ორ­გა­ნი­ზა­ცია ეყ­რდნო­ბა მო­ნა­ცემ­თა გაც­ვლას ევ­რო­პა­სა და აშშ-ს შო­რის, გლო­ბალ­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის ოპე­რი­რე­ბის მიზ­ნით“, – ამ­ბობს “ევ­რო­ნი­უს­თან” Meta-ს პრესს­პი­კე­რი.

კომენტარები

სხვა სიახლეები