„Facebook”-ის ფრანგული განყოფილების უფროსის სახლი მაშინ გაქურდეს, როცა ის სახლში იყო

„Facebook”-ის ფრანგული განყოფილების უფროსის ლორან სოლის სახლიდან ქურდებმა 80 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს პატრონი სახლში იმყოფებოდა.
ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში, ერთმა ან რამდენიმე დამნაშავემ ოთხშაბათს საღამოს, ფოშის ავენიუზე მდებარე ლორან სოლის სახლში, შიდა ეზოდან შეაღწია. მამაკაცი მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმ დროს სამზარეულოში იმყოფებოდა. აბაზანიდან ქურდები საძინებელში შევიდნენ, ოთახის კარი გასაღებით ჩაკეტეს და ძვირფასეულობა მოძებნეს.
მედიის ცნობით, სახლიდან მოპარულია რვა ძვირფასი საათი, „შანელის“ ჩანთა და ძვირფასეულობა, რისი ჯამური ღირებულებაც 80 ათასი ევროა. სოლიმ მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გაქურდეს. ამ დროისთვის სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები