Facebook-მა „საშიში ინდივიდები“ დაბლოკა

83
SHARE

Facebook-მა ის ადამიანები დაბლოკა, რომლებიც „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სოციალურმა ქსელმა სიძულვილის ენაში InfoWars-ის ხელმძღვანელი – ალექს ჯონსი, მისი ბრიტანელი რედაქტორი – პოლ ჟოზეფ უოთსონი და ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის რედაქტორი – მილო იანოპულოსი დაადანაშაულა. დასაბლოკი ადამიანების სიაში მოხვდა პოლიტიკურ რელიგიური მოძრაობა Nation of Islam-ის ლიდერი, ლუის ფარახანიც. აკრძალვები “ინსტაგრამზეც” გავრცელდება.

FB კომენტარები

კომენტარი