Facebook-ი “ლაივის” გამოყენებაზე შეზღუდვებს აწესებს

60
SHARE

მას შემდეგ, რაც ტერორისტმა, რომელიც კრაისჩერჩში მოქალაქეებს თავს დაესხა და ამის ტრანსლირება მოახდინა, Facebook-მა გადაღებული მასალის ამოშლაზე დაიწყო მუშაობა.
ამასთან, პარალელურად, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო ჩინოვნიკებიც მუშაობენ. ისინი ახალი წესების მიღებისკენ მოუწოდებენ კომპანიას, რითაც, ერთგვარად, აიძულებელ Facebook-ის ხელმძღვანელობას, პასუხი აგონ ექსტრემისტულ მასალებზე, რომლებიც პლატფორმაზე განთავსდება. აღნიშნული წესების გარკვეული ფორმულირება Facebook-ს პასუხისმგებლობას აკისრებს, თუკი შინაარსი გარკვეული დროის განმავლობაში არ იქნება წაშლილი.
ამის საპასუხოდ, სოციალურმა ქსელმა ახალი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა, ვის შეეძლება და ვის – არა, ისარგებლოს Facebook Live რეჟიმით. მომხმარებლები, რომელთან აქამდე დაურღვევიათ Facebook-ის წესები, საკუთარ უფლებებს ერთი თვით დაკარგავენ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი აღნიშნული ვადა გახანგრძლივდება.
“დღეიდან, თუკი ვინმე დაარღვევს ჩვენს პოლიტიკას, შეზღუდული იქნება, მოიხმაროს Live რეჟიმი დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგალითად – 30 დღით. ასევე, თუკი ვინმე გააზიარებს ტერორისტული განცხადების ბმულს, მას დაუყოვნებლივ დაებლოკება Liveფუნქცია გარკვეული დროით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

FB კომენტარები

კომენტარი