Facebook-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გაზიარება დონალდ ტრამპზე დაწერილმა წერილმა მოაგროვა

100
SHARE

Facebook-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გაზიარება დონალდ ტრამპზე დაწერილმა კრიტიკულმა წერილმა დააგროვა. BBC -ის ცნობით,  ღია წერილს, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მისამართით, Facebook-ის ისტორიაში ყველაზ მეტი გაზიარება აქვს. ოთხი დღის განმავლობაში ტექსტი მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა,  65 ათასმა მომხმარებელმა კომენატრი დაწერა.

ტრამპის კრიტიკის შემცველი პოსტი ფოტობლოგ  Humans of New York-ის გვერდზე დაიწერა. წერილის ავტორია ფოტოჟურნალისტი ბრენდონ სტენტონი, რომელიც წერს,  რომ ბოლო ორი  წლის განმავლობაში ირანიდან, ერაყიდან და პაკისტანიდან დევნილ აუმრავ ადამიანთან ჩაწერა ინტერვიუ, გაიცნო ბვერი მუსულმანი ემიგრანტი.  როგორც სტენტონი წერს, ეს გამოცდილება მას აძლევს საშუალებას, გააკეთოის დასკვნა, რომ ყველაზე ამაზრზენი და ზიზღით სავსე ადამიანი მსოფლიოში არის  დონალდ ტრამპი.

სტენტონი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ტრამპი ხელს უწყობს  ძალადობას,  მოითხოვს ტერორისტთა ოჯახის წევრების წამებას და სიკვდილით დასჯას, მიგრანტებს „გველებად” მოიხსენიებს და აცხადებს, რომ „ისლამს ვძულვართ.“

წყარო:http://www.2030.news

FB კომენტარები

კომენტარი