Euronews – რატომ არის საქართველოში ტურისტული ბუმი

162
SHARE

ცხელი აბანოები, ისტორიული ძეგლები და ქართული ღვინო, – Euronews-ი საქართველოს სავიზიტო ბარათების და დიდი ტურისტული ნაკადის მიზეზებით დაინტერესდა. ჟურნალისტი, გალინა პოლოსკაია მიწისქვეშიდან ამომავალ ცხელ წყლებს ბევრი ტურისტისთვის მიმზიდველად მიიჩნევს და მაგალითად ალექსანდრე დიუმა მოჰყავს.
საშუალოდ, ექვსი მილიონი ტურისტი წელიწადში – ეს ქვეყნის მოსახლების რაოდენობას ორჯერ აღემატება, – აღნიშნულია სტატიაში. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში არსებული 12 000-მდე ისტორიული და კულტურული ძეგლია.
რეპორტიორი პირველ ვიცეპრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილსაც ესაუბრა, რომელმაც საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის მიმზიდველია როგორც ზამთარში (სამთო კურორტების გამო), ისე ზღვის სეზონის განმავლობაშიც.
გალინა პოლოსკაიამ კახეთშიც იმოგზაურა. გაიცნო გერმანელი იორგ მათისი, რომელმაც კახეთში „ღვინის ცენტრი“ დააარსა და ქართველ პარტნიორთან, დავით მაისურაძესთან ერთად, უნიკალურ ღვინოს აწარმოებს.
რეპორტაჟი ქართული სტუმართმოყვარებით სრულდება. სტატიის ავტორის თქმით, ქართველებს სტუმრის სიყვარული გენში აქვთ და სტუმარს ღვთისგან მოვლენილად მიიჩნევენ.
მანამდე, Euronews-მა იმ ენების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა შესწავლაც ინგლისურენოვან მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს. სირთულის მიხედვით კლასიფიკაციისას, ქართული “რთული ენების“ ჩამონათვალშია.

წყარო:https://imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი