EUNIC -ის წევრი ორგანიზაციები ენების ევროპული დღის აღსანიშნავად სკოლის მოსწავლეებს იწვევენ

106
SHARE
  • წინა წლების წარმატებული გამოცდილების შემდეგ ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების EUNIC (European Union National Institutes for Culture) წევრი ორგანიზაციები სკოლის მოსწავლეებს იწვევენ ენების ევროპული დღის აღსანიშნავად თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. ღონისძიება ოფიციალურად 24 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიხსნება. მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება 10:00 საათიდან. პროგრამა მოიცავს არაჩვეულებრივ კონკურსებს და სადემონსტრაციო გაკვეთილებს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში წარიმართება. მოსწავლეებს შეეძლებათ უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და მიიღონ პრიზები. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბავშვებს შეეძლებათ ჟესტების ენის რამდენიმე სიტყვაც შეისწავლონ და გაუჩნდეთ ინტერესი თავიანთ თანატოლებს ჟესტების ენაზე ეკონტაქტონ.
    ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვნება. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებებისა და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამდენად, ევროპის საბჭო ფართო პოპულარიზაციას უწევს პლურილინგვიზმს მთელ ევროპაში.
    ღონისძიების პროგრამა: • 10:00 – 11:00 – მონაწილეთა რეგისტრაცია • 11:00 – 11:30 – ღონისძიების ოფიციალური გახსნა; • 11:30 – 17:00 – მხიარული ავტობუსის/Fun Bus მიერ წარმოდგენილი ფიზიკური და შემეცნებითი თამაშები • 11:30 – 17:00 – გერმანული, ინგლისური, იტალიური, ესპანური, თურქული, ბერძნული, პორტუგალიური, პოლონური და ფრანგული ენების სადემონსტრაციო გაკვეთილები 8-18 წლის მოსწავლეებისთვის • 11:30 – 17:00 – ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები • 11:30 – 13:00 – კონკურსი ნორჩი მწერლებისთვის • 11:00 – 17:00 – კითხვისა და ხელოვნების სახელოსნოები • 12:00 – 14:00 – ცეკვის ვორქშოფები • 13:00 – 14:00 – ხატვის ვორქშოფები • 14:30 – 15: 30 – ვორქშოფები: “ინტერკულტურული კომუნიკაცია და უხერხული შემთხვევები” • 14:00 – 14: 30 – ლანჩი; • 15:30 – 17:00 – ჟესტების ენის ვორქშოფი „გვესაუბრე ჩვენც“ • 16: 00 – 17:00 – არტ-თერაპიის ვორქშოფი • 17:00 – გამარჯვებულთა დაჯილდოება.
    ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ბრიტანეთის საბჭოში: ეკატერინე ფაცაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, მობ: 591 229 803; e-mail: ekaterine.patsatsia@ge.britishcouncil.org გოეთეს ინსტიტუტში: მეგი გვასალია, ღონისძიების კოორდინატორი, მობ: 593 305 138 e-mail: Megi.Gvasalia@tbilissi.goethe.org ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ემსახურება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებასა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციას. ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. გოეთეს ინსტიტუტი: გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელ მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია. მისი კულტურული მუშაობის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს ამიერკავკასიელი და გერმანელი ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეხვედრები, თანამედროვე გერმანული კულტურის პრეზენტაცია და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. ფრანგული ინსტიტუტი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დაარსდა 2002 წლის იანვარში ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის სახელწოდებით. იგი მიზნად ისახავს, ცნობადი გახადოს ფრანგული ენა და კულტურა საქართველოში და ხელი შეუწყოს ფრანგულ-ქართული კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას. ®

FB კომენტარები

კომენტარი