Dolce & Gabbana-მ სოფი ლორენს პერსონალური ტუჩის საცხი მიუძღვნა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

„მარადიული სილამაზე“  – ეს D&G-ს ახალი ნაწარმის სარეკლამო სლოგანია. ცნობილმა ბრენდმა მსახიობ სოფი ლორენს მისი ახალი პარფიუმერული პროდუქტი- ალუბლისფერი ტუჩის საცხი მიუძღვნა. ცნობილია,  რომ „Sophia Loren № 1“ ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება.

მათი პირადი მუზათი აღფრთოვანების გადმოცემა, დიზაინერთა დუეტმა დოლჩე და გაბანამ, ძალზედ ეფექტური გზით მოახერხა. მაქსიმალური ეფექტის მოსახდენად და აგრეთვე მეტი სიზუსტისათვის, დიზაინერებმა ახალ ბრენდზე თავად იტალიელ მსახიობთან ერთად იმუშავეს. საბოლოო ჯამში კი, სასურველი ფერი –  ვარდისფერისა და ალუბლისფერის შერწყმის შედეგად მიიღეს. სულ ბოლოს კი, ის ოქროსფერ შეფუთვაში მოაქციეს. ბრენდის მიერ ამ დრომდე წარმოებული ტუჩის საცხებისგან ახალი „Sophia Loren № 1“ იმითაც განსხვავდება, რომ შეფუთვას თავად მსახიობის ავტოგრაფი აქვს დატანილი. დიზაინერებმა ახალი ბრენდი მსახიობის იუბილეს დაუკავშირეს. 20 სექტემბერს სოფი ლორენი 81 წლის გახდა. ამის დაჯერება რა თქმა უნდა, ყველასათვის რთულია. ამაში თქვენ ახალი სარეკლამო ვიდეოსა და ფოტოების ნახვის შემდეგაც დარწმუნდებით.

„ტუჩის საცხი „Sophia Loren № 1“ – ეს არის ჩვენთვის ერთგვარი საშუალება იმისა, რომ გვეთქვა: „მადლობა, სოფი!“  ესაა საშუალება იმისა, რომ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ქალის მიმართ, რომელიც უყვარს მთელს მსოფლიოს და რომელიც არის ნამდვილი იტალიური უკვდავი სილამაზის მატარებელი. სოფი ლორენი, ეს არის ჩვენი შთაგონების მუზა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ შეგვიძლია მას საჩუქარი ახალი ტუჩის საცხის სახით მივუღვნათ. ის სპეციალურად მისთვის შეიქმნა და მის უკვდავ სახელს ატარებს“, – განაცხადეს დომინიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ.

https://www.youtube.com/watch?t=27&v=EdeqIsNuFng

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

კომენტარები

სხვა სიახლეები