გია ჯაჯანიძის გუშინდელ გადაცემაში ჭორებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი სტუმარი მერსი სულხანიშვილი გახლდათ, რომელსაც გია ჯაჯანიძემ დაუსვა კითხვა იმის შესახებ, მართლა ჰქონდა თუ არა სექსი რადიოს სტუდიაში „ფორტუნა პლუსის“ ცნობილ დიჯეისთან, გიგა ბატკუაშვილთან.
ამ შეკითხვამ დიჯეი გიგას მძაფრი რეაქცია გამოიწვია და სპეციალური სტატუსიც დაწერა, სადაც გია ჯაჯანიძეს მოუწოდა, მსგავსი შეკითხვები გადაცემაში არ დასვას.
„სხვა რაკურსის“ წამყვანმა დიჯეის უპასუხა, რომ ასეთი ჭორები ვრცელდება და ის არაფერ შუაშია. გიგას კომენტარისთვის დავუკავშირდით.
გიგა ბატკუაშვილი: გადაცემა ჭორებს ეძღვნებოდა. არ მეგონა, რომ ეს თემა ვინმესთვის საინტერესო აღმოჩნდებოდა. მე და მერსი დიდი ხნის მეგობრები ვართ. რამდენიმე წლის წინ იყო ჭორები ჩვენი რომანის შესახებ, მაგრამ იქ არსად ფიგურირებდა სტუდიაში სექსის თემა. მერსისთან არც სტუდიაში და არც სტუდიის გარეთ სექსი არ მქონია, ჩვენ ახლაც მეგობრები ვართ და გუშინაც ვესაუბრე მას. ასევე, დავწერე სტატუსი, სადაც მოვნიშნე გია ჯაჯანიძეც და ვთხოვე მას, აღარ დასვას ასეთი შეკითხვები. ვფიქრობ, რომ მან ეს თემა გაამწვავა. სინამდვილეში, ჭორი იყო ურთიერთობაზე და არა სექსზე, ეს სიტყვა ნამდვილად არ ყოფილა ნახსენები და შესაბამისად, ჭორის შესახებ კითხვა არასწორად იყო დასმული. არა მგონია, რომ ასეთი ტიპის შეკითხვა ვინმეს ესიამოვნოს, არც ჩემს ახლობელს, არც ნათესავს და არც უბრალო მაყურებელს. მე გადაცემისთვის თვალი არ მიდევნებია, ეთერში ვიჯექი და „ფეისბუქიდან“ გავიგე, როდესაც ახლობლებმა მომწერეს, რომ მსგავსი რამ ითქვა ჩემზე. მერე გადავახვიე და ვნახე ეს ეპიზოდი. ვფიქრობ, ეს სანახაობის დასადგმელად იყო განკუთვნილი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
სხვა სიახლეები