Disney-ს პროგრამა კინოთეატრის მაყურებლის ემოციას ამოიცნობს

კომპანია Disney-მ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც კომპიუტერული ალგორითმით გაანალიზებს კინოთეატრის მასპინძლების ძირითად ემოციებს. ამის შესახებ, კომპანიის მკვლევართა განყოფილების ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ.

Disney აპირებს გამოიყენოს ოთხი სპეციალური სენსორული კამერა, რომელსაც შეეძლება სახეებისა და ემოციების ამოცნობა. ისინი დააფიქსირებენ მაყურებლების ქცევებს ფილმის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, რის შემდაგაც დაასკვნიან, გრძნობენ თუ არა იმას, რაც სიუჟეტის მიხედვით ჰქონდა ჩაფიქრებული ფილმის რეჟისორს.

პროექტი უკვე სამი ათასამდე მაყურებელზე მოსინჯეს, რომლებმაც ფილმები “ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 7”-ის და “ზოოტოპია” ნახეს. მთლიანობაში კამერამ 16 მილიონამდე ემოცია დაიჭირა.

წყარო: http://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები