Disney “ბემბის” განახლებულ ვერსიას გადაიღებს

22
SHARE

ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმების კომპანია – “დისნეი” მულტფილმ „ბემბის“ განახლებულ ვერსიას გადაიღებს.
მულტფილმს The Lion King- ის მსგავსად გადაიღებენ. ყველა პერსონაჟი ჰიპერრეალისტურად ანიმაციური იქნება.
ფილმის გადაღების იდეა, ჯერჯერობით, დამუშავების ადრეულ ეტაპზეა და, შესაბამისად, ტ​ელეეკრანებზე მალე ვერ ვიხილავთ.
ანიმაციური ფილმი Walt Disney Productions-მა 1942 წელს გადაიღო. მისი ბიუჯეტი 858 000 აშშ დოლარს შეადგენდა, შემოსავალმა კი 267.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ავსტრიელი მწერალ ფელიქს ზალტენის 1923 წელს გამოცემულ წიგნს „ბემბი. ბიოგრაფია ტყიდან.“ ფილმი საკმაოდ ემოციურია, გვიყვება მთავარი გმირის – “ბემბის” ისტორიას, რომლის დედასაც მონადირეები კლავენ.

FB კომენტარები

კომენტარი