Direct Line Travel-მა პლანეტის ყველაზე ძუნწი ერი გამოავლინა

75
SHARE

Direct Line Travel-მა პლანეტის ყველაზე ძუნწი ერის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. რეტინგის განსაზღვრისთვის შერჩეული მეთოდოლოგია მიზნად ისახავდა ბარებსა და რესტორნებში დასაქმებულების გამოკითხვის საფუძველზე დადგენილიყო, თუ რომელი ერის წარმომადგენლები, რა ოდენობის ფეშქაშს ტოვებდნენ გაწეული მომსახურეობის სანაცვლოდ.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მათ მიერ გამოკითხვა მსოფლიოს 105 ქვეყნის ბარსა და რესტორანში ჩატარდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ჩვენი პლანეტის ყველაზე ძუნწი ერი ფრანგებია.

რესპოდენტთა 30% -მა გამოთქვა მოსაზრება, რომ საფრანგეთიდან ჩამოსული ტურისტები ყველაზე ნაკლებად აფასებენ კარგი მომსახურეობის ხარისხს და შესაბამისად ცოტა ფულს ტოვებენ საფეშქაშოდ.

მეორე ადგილს ინგლისელები იკავებენ. მათ „სიძუნწე“ რესპოდენტების 20%-მა დაადასტურა.

მესამე ადგილი წილად ხვდათ იტალიელებს, მათ „სასარგებლოდ“ ხმა მისცა მომსახურეობის სფეროს მუშაკთა 11%-მა .

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მიუხედავად მათ თავშეკავებულობასა და ძუნწობაზე მოარული ლეგენდებისა, ყველაზე გულუხვი ერი გერმანელები აღმოჩნდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი