ვიდეორგოლი სიმღერაზე „Despacito“ გახდა პირველი მუსიკალური კლიპი ისტორიაში, რომელმაც 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა ვიდეოჰოსტინგ „Youtube“-ზე.
„ჩვენ ისტორიაში შევედით, 4 მილიარდი ნახვა დავაგროვეთ, მაგრამ საზეიმოდ ამ წარმატების აღნიშვნის მაგივრად ჩვენ იმ ადგილის აღდგენით ვართ დაკავებულნი, საიდან ეს ყველაფერი დაიწყო”, – ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს ჰიტის ერთ-ერთი შემსრულებელი ლუის ფონსი „ინსტაგრამ“-ით. მომღერალი პუერტო-რიკოს გულისხმობს, რომელსაც ახლახან მასშტაბურმა ქარიშხალმა გადაუარა. მომღერალმა მოუწოდა თავის ფანებს, მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში, რომელიც სტიქიისგან დაზარალებულების დახმარებას ისახავს მიზნად.
ბოლო თვის განმავლობაში აშშ-ში და მასთან ახლომდებარე კუნძულებს რამდენიმე ტროპიკულმა ქარიშხალმა გადაუარა. ამერიკულ ბიუჯეტს ასობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. პუერტო-რიკოში სტიქიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, ამ დროისთვის კი ელექტრომომარაგების მხოლოდ 16 პროცენტია აღდგენილი.