შარვალში გაეპარა თუ უბრალოდ შამპანიური გადაისხა?! ბრიტანული ბულვარული გამოცემა „დეილი მეილი“ ვიქტორია ბექჰემის სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ცნობილი დიზაინერი და მომღერალი არაფხიზელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი, შარვალის პიკანტური ადგილი კი სველი აქვს. „დაიღვარა თუ არა სასმელი?“ – კითხვას სვამს ტაბლოიდური გამოცემა.
ვიქტორია ბექჰემმა მეუღლესთან ერთად, მის ლონდონურ ბუტიკში ფართის უმასპინძლა და, როგორც ჩანს, ზომაზე მეტი დალია. პაპარაცების მიერ გადაღებულ სკანდალურ ფოტოებში ჩანს, რომ ნასვამი დიზაინერი მეუღლეს შენობიდან ხელით გამოჰყავს. კადრებში ასევე ასახულია, რომ კიბეებზე ჩამოსვლისას ვიქტორია თავს ვერ იკავებს და წონასწორობის შესანარჩუნებლად მეუღლეს ხელზე ეყრდნობა. პაპარაცებმა დევიდ ბექჰემის დასვრილი ტანსაცმელიც დააფიქსირეს.
პიკანტურმა ფოტოებმა ლონდონში უკვე დიდი სკანდალი გამოიწვია. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, სასმელი გადაისხა, თუ უბრალოდ „გაეპარა“ ბრიტანეთსა და, ზოგადად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალბატონს. მომხდარზე კომენტარი უკვე გააკეთა ბექჰემების პრესსპიკერმა. „ეს იყო უბრალოდ უხერხულ ადგილზე დაღვრილი სასმელი. ეს იყო ფანტასტიკური ღამის შედეგი და, საბედნიეროდ, არა ის ინციდენტი, რაც შესაძლოა, გაიფიქრეთ“, – განაცხადა ბექჰემების პრესსპიკერმა.
https://www.youtube.com/watch?v=bMucGJmBbX4