მოდის სამყაროს არ შეეძლო არ მოეხდინა რეაგირება მსოფლიში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ზოგიერთი ბრენდის რეკლამაში სახის ნიღბები გამოჩნდა, ხოლო დიზაინერმა არტიომ ივანოვმა თემატური ყდები გამოიგონა არ არსებული ჟურნალისთვის. Botkina Covid Fashion – ასე ეწოდა ჟურნალს, რომელზეც ის კარანტინში, საავადმყოფოში მყოფ მეგობრებთან ერთად მუშაობდა. ყდაზე გამოსახული მოდელები, სერგეი ბოტკინის სახელობის საავადმყფოს რეალური პაციენტები არიან.